ექსკლუზივი

“ახალი დეტალები ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე – რა სკანდალურ საქმესთან იყო დაკავშირებული თოფაძის დაჭრაში ბრალდებული ბუსა ჟვანია წლების წინ…

ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის, ლე­ვან თო­ფა­ძის დაჭ­რის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ერთი პირი და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ექ­სპრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ვაჟი, ბუსა ჟვა­ნი­აა.

loading...

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ჟ. ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 3-დან 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 2 აგ­ვის­ტოს, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1998 წელს და­ბა­დე­ბულ ლ.თ.-ს, მის­სა­ვე სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

თო­ფა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის გი­ორ­გი ან­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ლე­ვან თო­ფა­ძეს ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და ამ ეტაპ­ზე მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მათ­თვის დაჭ­რის მო­ტი­ვი უც­ნო­ბია. გოგი თო­ფა­ძის თქმით, შემ­თხვე­ვა დი­ლით მოხ­და.

“დი­ლის 5:00 სა­ათ­ზე დაჭ­რეს, სახ­ლში შე­მო­უ­ვარ­დნენ, ჩემ­თან სახ­ლში მე-4 სარ­თულ­ზე, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ, გო­გო­ე­ბიც ჰყავ­დათ, ბი­ჭე­ბიც, ქე­ი­ფობ­დნენ, შე­მო­ვარ­და ის კაცი. მა­ნამ­დე და­უ­რე­კა ერთ-ერთს, ქალს, რო­მე­ლიც ჩვენ­თან იყო, რა­ღაც აინ­ტე­რე­სებ­და ეტყო­ბა. ეს ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი დაჭ­რა, არ იყო სტუ­მა­რი. და­უ­რე­კა ერთ-ერთ სტუ­მარს, ეს არი­სო მან­დო? კი, ჩვენ ვარ­თო და გა­მო­ვარ­და, ეზო­დან შე­მო­ვი­და. ამ პი­როვ­ნე­ბას მგო­ნი ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი შო­რი­დან იც­ნობ­და, მაგ­რამ იმას სხვა ქალ­ბა­ტო­ნი აინ­ტე­რე­სებ­და, ამი­ტომ გა­ა­კე­თა ეს ყვე­ლა­ფე­რი – არ ვიცი, ასე მე­უბ­ნე­ბი­ან მა­გის ნაც­ნო­ბე­ბი და მე­გობ­რე­ბი“ , – გა­ნა­ცხა­და გოგი თო­ფა­ძემ.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლის, ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნი­ას სა­ხელ­მა ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­თხვე­ვას­თან გა­იჟ­ღე­რა. 2015 წელს მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბა­თუმ­ში, ბუსა ჟვა­ნია სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევრ გია ბა­რა­მი­ძეს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და. ბა­რა­მი­ძე ბუ­სას ბა­თუ­მის ერთ-ერთი სას­ტუმ­როს ჰოლ­ში შეხ­ვედ­რია.

ამ­ბობ­დნენ, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ბა­რა­მი­ძე გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბია ბიჭს, უთ­ქვამს, რომ მა­მა­მი­სის­თვის არა­სო­დეს უღა­ლა­ტია. ბუსა გა­ცე­ცხლე­ბუ­ლა, თქვენ მამა მო­მი­კა­ლი­თო და ბა­რა­მი­ძეს ფი­ზი­კუ­რად გას­წო­რე­ბია. ბა­რა­მი­ძე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ბუ­სას­თან ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა უარ­ყო. “ზუ­რას ოჯა­ხის წევ­რებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა არას­დროს მქო­ნია და არც მექ­ნე­ბა“ – აცხა­დებ­და ბა­რა­მი­ძე.

მა­შინ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ძმამ, გოგ­ლა ჟვა­ნი­ამ “კვი­რის პა­ლიტ­რის“ კი­თხვას ასე უპა­სუ­ხა – “ფაქტს ვერც უარ­ვყოფ და ვერც და­ვა­დას­ტუ­რებ. ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­და”.

ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მე­გო­ბარ­მა, ყო­ფილ­მა პარ­ლა­მენ­ტარ­მა ხა­თუ­ნა ხო­ფე­რი­ამ.

“ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ვე ზუ­რას ოჯახს და­ვუ­კავ­შირ­დი, თუმ­ცა, რად­გან მათ ამ ინ­ცი­დენტზე ღიად სა­უ­ბა­რი არ სურთ, მეც თავს შე­ვი­კა­ვებ. ვინ­მეთ­ვის ფი­ზი­კუ­რად გას­წო­რე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბას არ მა­ნი­ჭებს, თუმ­ცა მოთ­მი­ნე­ბა­საც სა­ზღვა­რი აქვს! ბა­რა­მი­ძეს ზუ­რას ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჰქო­ნია, არა­და, ზურა მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი და ხე­ლის გამ­მარ­თა­ვი იყო, ნე­ბის­მი­ერ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ბა­რა­მი­ძის გვერ­დით იდგა.

ზუ­რას ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ბა­რა­მი­ძემ ხაზი გა­და­უს­ვა, მის ოჯახ­თან მი­სას­ვლე­ლი პირი აღარ ჰქონ­და.ბუსა 10 წლის იყო, რო­დე­საც ზურა და­ი­ღუ­პა და მას შემ­დეგ, ბა­რა­მი­ძე ბავ­შვთან და­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად არა­სო­დეს მი­სუ­ლა. ახლა კი, რო­დე­საც ბუსა უკვე თავ­მოყ­ვა­რე ვაჟ­კა­ცია და ცდი­ლობ, მა­მა­მის­თან მე­გობ­რო­ბა­ზე რა­ღა­ცე­ბი და­უმ­ტკი­ცო, სხვა რე­აქ­ცი­ას რა­ტომ ელო­დე­ბი?”, – ამ­ბობ­და ხო­ფე­რია.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close