ექსკლუზივი

ახალი ამბები გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარს„პირდაპირ ვეკითხები პაატა იმნაძეს: თქვენ ვის იგდებთ მასხრად?!“ – რამ გამოიყვანა წყობიდან პოლიტოლოგი?

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელს პაატა იმნაძეს მწავავე განცხადებით მიმართავს:

loading...

„პირდაპირ ვეკითხები პაატა იმნაძეს: თქვენ ვის იგდებთ მასხრად?! რას ჰქვია ტურისტი კარანტინში შემოვა?! თუ არ ხსნით ტურიზს, მაშინ გვითხარით, რომ სწორი მოლოდინი გვქონდეს და ისედაც დაქცეული ბიზნესებიდან ათასები არ გადავყაროთ წყალში თქვენ მიერვე დაწესებული უამრავი შეზღუდვის დასაკმაყოფილებლად!

რის იმედად ყელყელაობთ თქვენს მიერ გადარჩენილი პაციენტებით?! ეგ ჩვენი, ათასობით ქართველი მეწარმის გადარჩენილი ხალხია: რომ არა, ჩვენს მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახდები რითი და როგორ გადაარჩენდით იმ ხალხს, ერთი წუთით მაინც გიფიქრიათ?! და ჩვენ გავხდით თქვენი მასხრად ასაგდები?! კარგად ვერ გცოდნიათ, ვისი მასხრად აგდება განიზრახეთ!

ამ უმძიმეს სიტუაციაში ერთი წუთით არ დავწოლილვართ ტვირთად სახელმწიფოს: ჩემი შვილის სწავლისთვის დაზოგილი ფულით გადავუხადე თანამშრომლებს ხელფასები, რომ ის დახმარების ორასი ლარი, უფრო გაჭირვებულს შეხვედროდა.

ხელისუფლებას კი ვურჩევ დაინტერესდეს: ვის ინტერესებს ემსახურება პაატა იმნაძე თავისი “ფრთიანი ფრაზებით”?! ვინ არის მართალი: პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, რომლებიც ყოველდღე ტურიზმის ხელშემწყობ განცხადებებს აკეთებენ თუ იმნაძე თავისი დამანგრეველი რიტორიკით?! რომელი გვატყუებთ?“ – წერს ლაგაზიძე.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close