ექსკლუზივი

“აღკვეთეთ ეს მარაზმი თქვენს ტელევიზიაში” – თემურ თათარაშვილი ია ფარულავას პირდაპირ ეთერში დაუპისპირდა

მომღერალი თემურ თათარაშვილი „რუსთავი 2-ის” გადაცემის „ფარული კონვერტის” წინააღმდეგ გამოდის. თათრაშვილი გადაცემას სიცრუის ბუდეს უწოდებს და ტელევიზიისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

loading...

წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამაუწყებლო კომპანიის ნებისმიერ გადაცემაში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

„დღეს შედარებით ფრთხილი პოსტი დავწერე, არ მინდოდა მძაფრად მეთქვა ის რასაც სინამდვილეში ჩემგან და არამარტო ჩემგან იმსახურებს „ფარული კონვერტი”, რომელსაც გადაცემასაც ვეღარ ვუწოდებ ისე დაბლა დაეშვა და გაბანძდა უკვე. სიბინძურის და ცილისწამებების ბუდედ გადაიქცა. ამიტომ ამაზე აღარც შევჩერდები. მინდა პირდაპირ ტელევიზიას და მის ხელმძღვანელებს მივმართო: რას ერჩით ამ ტელევიზიას? რატომ აბანძებთ და უკარგავთ ყველანაირ ფასს და ღირსებას? ბატონ ქიბარ ხალვაშს ამისთვის ვგულშემატკივრობდით ამდენი ადამიანი რომ სიბინძურეები ბოლოს ჩვენსკენ მოემართათ ამ ტელევიზიიდან?

კატეგორიულად ვითხოვ ბოდიშის მოხდას და ვაცხადებ რომ არასდროს აღარ იქნება ჩემი ფეხი ამ ტელევიზიის არც ერთ გადაცემაში სანამ ფარული კონვერტიდან ბოდიშს არ მომიხდიან საჯაროდ!სამარცხვინოა რაც ხდება და მოგმართავთ ბატონო ქიბარ და ბატონო პაატა სალია! ცილისწამება და ბოროტი ტყუილების ტირაჟირება არის დასჯადი!გთხოვთ აღკვეთოთ ეს მარაზმი თქვენს ტელევიზიაში რომელსაც ასე ვგულშემატკივრობდი აქამდე! ველოდები ბოდიშს!” – წერს თემურ თათარაშვილი.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close