კატეგორიის გარეშე

არველაძე: ”შეგვიძლია ერთმანეთი სასიკვდილოდ გავიმეტოთ, ეს ტრაგედია დიდ კვალს დატოვებს”

საფეხბურთო კლუბ ”საბურთალოს” სარეზერვო გუნდის 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი უწყვეტი სამძებრო სამუშაოების შედეგად წყალში იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე გამოეხმაურა. ამსტერდამის ”აიაქსის” ექს-ფორვარდი 90-იანი წლების მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა ქვეყანაში კრიმინალი გამეფებული იყო.

loading...

წყალში იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე გამოეხმაურა. ამსტერდამის ”აიაქსის” ექს-ფორვარდი 90-იანი წლების მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა ქვეყანაში კრიმინალი გამეფებული იყო.

ტაშკენტის ”ფახთაქორის” მთავარი მწვრთნელი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს: ”რთული დასაჯერებელია, რომ ამდენი გამოცდილების მიუხედავად, ერთმანეთის შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ და ისევ, ძველი დროის მსგავსად, შეგვიძლია ერთმანეთი სასიკვდილოდ გავიმეტოთ. ჩემს თაობაში, რომელიც განსაკუთრებულად რთულ დროში გაიზარდა, მსგავსი ამბები ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ასე, ერთმანეთის გამეტებით, უამრავი ადამიანი და მეგობარი დავკარგეთ. ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრაგედიამ, ის ძველი და საზარელი ამბები გამახსენა, რომელიც, მეგონა რომ უკან მოვიტოვეთ. დათრგუნული ვარ, რომ ასეთი შემთხვევები კვლავ ხდება ჩვენს გარშემო. ვუსამძიმრებ გიორგის ოჯახს. ეს ტრაგედია ჩვენზე დიდ კვალს დატოვებს.”

არველაძე ტექსტთან ერთად ვიდეოს აქვეყნებს. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის გამორჩეული ფიგურა საზოგადოებრივ მაუწყებელს 90-იანი წლების უმძიმეს პერიოდზე ესაუბრება.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

შაქარაშვილი ”საბურთალოს” აღზრდილი გახლდათ. კოხრეიძისა და ლაკვეხელიანის მსგავსად შაქარაშვილმაც ”საბურთალოში” ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა და ბოლოს სარეზერვო გუნდის მოთამაშე იყო.

შაქარაშვილი ”საბურთალოს” სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა, რომელიც საქართველოს რანგით მესამე ლიგაში მონაწილეობს. მიმდინარე სეზონში გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე ლიგაში ერთადერთი მატჩი ტყიბულის ”მეშახტესთან” ჩაატარა. შაქარაშვილმა აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღო, შემდეგ კი სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close