ექსკლუზივი

“ან ძველი ბიჭი იყავი, ან პარლამენტარი…დააყენე ერთი ადგილი” – პარლამენტში გოგიჩაიშვილი კაკულიას დაუპირსპირდა

აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის განხილვას დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარესა და დამოუკიდებელ დეპუტატს, ლევან გოგიჩაიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

loading...

ლევან გოგიჩაიშვილის გაღიზიანება მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვამ გამოიწვია. გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ამ ფონზე, მის მიერ 18 დეკემბერს დარეგისტრირებული კანონპროექტი აზარტული თამაშების შესახებ, ჯერ არც კი განხილულა.

რა სტანდარტს აჩვენებს დღეს “ქართული ოცნება”? ამით რას ამბობთ, რომ ძალიან მაგრები ხართ, რომ ვთქვათ, ხელები გადამიგრიხეთ, რაღაც შეაპარეთ, გამოაპარეთ? თუ მაგარი ბიჭების როლს თამაშობთ “ქართული ოცნება” ამ პარლამენტში თუ რა იყო…ხელი აუქნიე “ნაციონალურ მოძრაობას”. იქ უქნიე ხელი, სადაც გაგსვლია და სადაც საქნევია…პარლამენტის წევრს არ სცემთ პატივს, კონსტიტუციურ უფლებას მიზღუდავთ და საერთოდ გადააგდეთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ეს თემა განსახილველად”- მიმართა გოგიჩაიშვილმა რომან კაკულიას.

რომან კაკულიამ კი ყოფილ თანაგუნდელს ძველი ბიჭი უწოდა და განაცხადა, რომ დეპუტატის ამ კანონპროექტისვის მას მხარიც კი აქვს დაჭერილი:

“ჩხუბი გინდა? ტონი დავარეგულიროთ რა, ან ძველი ბიჭი იყავი ან პარლამენტარი იყავი. რას მიძაბავ ამ ტონს? პასუხი არ გაგეცი თუ რა? შენზე ნაკლები ტონი მაქვს თუ რა. ძალიან გეშლება, თუ გგონია, რომ შენზე ნაკლები ან ტონი მაქვს, ან კიდე სხვა რამე. და დააყენე ახლა ერთი ადგილი”- განაცხადა კაკულიამ.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close