რეგიონი

ამ წუთებში ხმაურია ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში-არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობაში 60 წლის ადანაშაულებენ და მისი ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ

ამ წუთებში ხმაურია ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში (stv შეგნებულად არ ასახელებს სოფლის სახელწოდებას). არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ, რომელიც ამ სოფლის მკვიდრია. სწორედ ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლთან არიან გოგონას ნათესავები შეკრებულები და შუახნის მამაკაცის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც იცავენ წესრიგს, რათა ინციდენტი არ მოხდეს.

loading...

შსს-ს განმარტებით, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1955 წელს დაბადებული 1 პირი დააკავა, რომელიც ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. სავარაუდო მსხვერპლის და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით პოლიციამ ასევე გაატარა პრევენციული ღონისძიებები. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 3 პირი.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close