ექსკლუზივი

ამ წუთებში შაქარაშვილის საქმის მოწმეების სახლებში პოლიცია შევიდა და ჩხრეკა ჩატარდა

ცნობილი ხდება, რომ წვეულების მონაწილეების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა – საქმის მოწმეების დაკითხვა და ექსპერტიზა ამ დრომდე გრძელდება.

loading...

აგარაკის მეპატრონე, რომლის სახლშიც ინციდენტი მოხდა, ამბობს, რომ სახლი პირადად მას არ მიუქირავებია ახალგაზრდებისთვის და სხვა პირებზე აქვს გაქირავებული, რომლებიც, მისი თქმით, სახლს ამუშავებენ.

საბედისწერო ღამის მოწმეები, რომლებიც ამ დრომდე ექსპერტიზაზე სამხარაულის ბიუროში იმყოფებოდნენ, კომენტარებს არ აკეთებენ.

ადვოკატი, რომელიც იცავს იმ პირთა უფლებებს, ვისი მანქანაც სათვალთვალო კამერებმა ინციდენტის ახლოს, ავტობანზე დააფიქსირა, ამბობს, რომ ეს ადამიანები არიან გამოკითხულები და ასევე გაიჩხრიკა მათი სახლები და ნივთმტკიცებად ამოღებულ იქნა მათი კუთვნილი ლეპტოპები. უფლებადამცველის ინფორმაციით, ჩხრეკა ამ მოქალაქეების სახლებში ღამის 3 საათზე ჩატარდა.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარალელს ავლებს ხორავას საქმის ტრაგედიასთან. მისი თქმით, აუცილებელია საქმის გამოძიება დროულად ჩატარდეს. სახალხო დამცველმა ოჯახს მისი აპარატის საქმეში ჩართვაც შესთავაზა.

კიდევ ერთხელ მინდა სახალხო დამცველის დახმარება შევთავაზო დაზარალებულის ოჯახს, თუ მათ აქვთ განცდა, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდება ან დროულად არ ტარდება, ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ, – ამბობს სახალხო დამცველი.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი დღეს დაკრძალეს. ტრაგედიიდან ერთი კვირის შემდეგაც, ოჯახსა და საზოგადოებას ჯერ ისევ არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რა მოხდა მცხეთაში, საბედისწერო ღამეს.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close