ექსკლუზივი

ამ წუთებში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება

“ნოემბრის თვეში მოსკოვიდან ჩამოდის ვინმე ქურდული და კრიმინალური მენტალიტეტის წარმომადგენელი, რომელმაც ცოტნეს უთხრა, ვარ ეს და ეს, მინდა  შენთან შეხვედრაო.

loading...

ცოტნე მას შეხვდა და უთხრა თუ არ დაანებებ თავს მამაშენის საქმის გამოძიების საკითხს, მაშინ იცოდე, რომ სიკვდილით დაისჯები. ერთხელ კი არა, რამდენჯერმე უთხრა და ამის მოწმე გახლავთ ქალბატონი ქეთევან ენუქიძე, რომელმაც ტელევიზიით პირდაპირ განაცხადა – ცოტნემ მე მითხრა, მოკვლით მემუქრებიანო”, – განაცხადა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ.
ამასთან, მანანა არჩვაძე ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ  “ქართული ოცნების” ხელისუფლება ცოტნე გამსახურდიას დაკავებას გეგმავდა, რის მიზეზიც ის კრიტიკული განცხადებები იყო, რომელსაც ის ხელისუფლების მისამართით აკეთებდა.


აღნიშნულთან დაკავშირებით, ზვიად გამსახურდიას საქმის ადვოკატმა განაცხადა, რომ თუკი მანანა არჩვაძე-გამსახურდიას რაიმე ხელშესახები ინფორმაცია აქვს, მან საგამოძიებო ორგანოებს უნდა მიმართოს და მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე 19 დეკემბერს დაჭრეს. სასამართლომ კვირას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს, ხოლო ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ერთი პირი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.
ცოტნე გამსახურდიას საქმე 11 ტომისგან შედგება, სადაც ჯერჯერობით არ არის ყველაზე ღირებული მოწმის, თავად ცოტნეს, ჩვენება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით დაკითხვის შესაძლებლობას არ იძლევა.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close