ექსკლუზივი

”ამ ტემპერატურაზე ვ ი რ უ ს ი 5 წუთში მოკვდება…” – მეცნიერებმა ახლახანს ძალიან მაგარი აღმოჩენა გააკეთეს !!

ჩინელმა მეცნიერებმა კოვიდ-19-ის კვლევისას ვირუსის ახალი თვისებები აღმოაჩინეს. დადგინდა, რამდენი ხნის განმავლობაში ძლებს ვირუსი „უვნებლად” და რა ტემპერატურის შემთხვევაში ქრება უკვალოდ და იღუპება. კვლევა ჰონკონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს.

loading...

კერძოდ, დადგინდა, რომ კორონავირუსისთვის იდეალური ტემპერატურა +4 გრადუსია. რაც შეეხება ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურას – დაახლოებით 18-25 გრადუსს, ამ პირობებში ვირუსი სიცოცხლისუნარიანობას ერთი კვირის განმავლობაში ინარჩუნებს, შემდეგ მისი აქტოვობა თანდათან კლებულობს და ორი კვირის თავზე ვირუსი უკვალოდ ქრება.

ვირუსის სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობის შემცირება იმ ზედაპირის თერმული დამუშავებითაა შესაძლებელი, რომელზეც ის იმყოფება. მეცნიერებმდა დაადგინეს, რომ +56 გრადუსის ტემპერატურის შემთხვევაში ვირუსი 30 წუთში იღუპება. ხოლო ტემპერატურა +70 გრადუსი მისთვის კრიტიკულია – ასეთ პირობებში კორონავირუსი 5 წუთში ქრება. საინტერესოა, რომ ასეთივე ეფექტი აქვს პოტენციურად კოვიდ-19-ის შემცველი საგნების ზედაპირების ქლორის შემცველი ნებისმიერი ხსნარით დამუშავებას.

ჰონკონგის უნივერსიტეტის მეცნიერის, ალექს ჩინისა და მისი კოლეგების ამ კვლევამ დაადასტურა, რომ ვირუსს სამედიცინო ნიღბების ზედაპირზე, ჩვეულებრივ პირობებში, შვიდი დღის განმავლობაში შეუძლია დარჩენა. შესაბამისად, მეცნიერები საზოგადოებას ნიღბების აუცილებელი თერმული დამუშავებისკენ მოუწოდებენ.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close