ექსკლუზივი

ამ დილას რუსთაველზე საფულე ვიპოვე, ჩავედი მეტროში და ვხედავ ერთი გოგო გულამსკვნილი ტიროდა, ამბობდა საფულე დავკარგეო – იცით მე რა გავაკეთე? ასეთი რამ ცხოვრებაში არ ჩამიდენია…

ერთ ლამაზ საღამოს რუსთაველზე ვსეირნობდი,

loading...

მზესუმზირა ვიყიდე და ჩამოვჯექი იქვე გრძელ სკამზე, ხოდა მარჯვნივ შევამჩნიე ვარდისფერი “საფულე მიყურებდა”, რათქმაუნდა ავიღე , მივიხედ მოვიხედე და რომ დავრწმუნდი არავინაა ამის მომკითხავი გავხსენი და საკმაოდ დიდი თანხა ეყარა უპატრონოდ რომლის პატრონიც უკვე მე გავხდი.

დაბნეული ჩავედი მეტროში და არ მისული მარჯანიშვილის სადგურამდე ჩემივე ვაგონში ხალხი ერთ გოგოს მისჩერებოდა რომელიც ტიროდა და ჩემი მიახლოების შემდეგ ყური მოვკარი მის ქვითინს რომ თურმე ფული დაკარგოდა, ვკითხე რაოდენობა, დაემთხვა, შემდეგ საფულის ფერი, ვარდისფერი – მიპასუხა მაშინვე (გულში ვფიქრობდი რამ გაყიდინა ვარდისფერი საფულე … ხოდა მივაწოდე ჩემი დაწუნებული საფულე, მისი თვალები რომ გენახათ ისეთი იყო მხოლოდ მათი ყურებისთვის ღირდა ცხოვრება, რაც მხოლოდ 20 წამი გაგდძელდა.

გოგონამ სახლში მიმიპატიჟა, მითხრა ყავა დავლიოთ და მინდა ახლოს გაგიცნო, შენნაირი ადამიანები იშვიათი არისო. გავყევი. სახლში მის ძმასთან ერთად ცხოვრობდა რომელიც ჯარში მსახურობდა და სამდღეში ერთხელ სტუმრობდა ოჯახს, იმ ღამეს სამსახურში იყო და 48 საათში უნდა მისულიყო სახლში. ამ საუბარში ჩართულებმა ყავა შემოგველია და კონიაკმა დაიკავა მისი ადგილი, კონიაკმა შეგვიხსნა ადამიანური ტანისამოსი და დედოშობილა სადღეგრძელო განსხვავებულით გვასვა  ამასობაში კარზე კაკუნი აბრახუნებდა, გოგონამ მითხრა ძმა დაბრუნდა და დამარიგა – საბანი გადამეფარა და თითქოს დაქალი ქეთი ვიყავი და მძინარე. . შემოვიდა ძმა მაგრამ რა ძმა, ორი ჩემხელა ჰორიზონტ ვერტიკალზე. იკითხა ეს ვინ არისო, ქეთი დარჩა ჩემთანო, ცოტა დავლოეთ შენი მოტანილი კონიაკიო და ჩაეძინაო. .. რატომღაც სახე ეცვალა, ან კონიაკი დაენანა ან ჩემი სილუეტი საბანში ვერ აკმაყოფილებდა ქეთის…

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close