ექსკლუზივი

ამოუცნობი ვირუსით ხალხი პირდაპირ ქუჩაში იხოცება – ნახეთ რა საშინელება ხდება ჩინეთის ქალაქებში

ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც კორონავირუსის გავრცელებული კერა და კარანტინია გამოცხადებული, მოქალაქეები შეუძლოდ ქუჩაში ხდებიან. თუმცა, აღნიშნული მოვლენა იმდენად ხშირია, რომ გამვლელები თითქმის არ რეაგირებენ.

loading...

ქუჩებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. ქალაქს უკვე შეერქვა “ზომბების დასახლება.”

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მთავრობის ბრძანებით, 11-მილიონიანი ქალაქ უხანიდან, საიდანაც გავრცელდა კორონავირუსის უცნობი შტამი, გასვლის უფლება შეიზღუდა. აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დაკეტილია აეროპორტი და სარკინიგზო სადგურები.

დაცარიელებულია სუპერმარკეტების დახლები, სრულიად გაყიდულია სახის ნიღბები. ქუჩებში პოლიცია პატრულირებს.

ამ ეტაპისთვის, კორონავირუსის უცნობი შტამით, სულ მცირე, 571 ადამიანია ინფიცირებული. დაავადების ფაქტები გამოვლინდა ასევე აშშ-ში, ტაილანდში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში. ჩინეთის მთავრობის ინფორმაციით, 95 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. დეკემბრიდან მოყოლებული, უცნობი ვირუსისგან 17 ადამიანი დაიღუპა.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close