ექსკლუზივი

ამის წაკითხვის შემდეგ სრულიად გავნადგურდი რა შეტყობინება გაუგზავნა გიორგი შაქარაშვილმა მეგობარს გარდაცვალებამდე

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე „პრაიმტაიმტან“ გიორგის კიდევ ერთხელ იხსენებს.

loading...

მისი თქმით, გიორგი ძალიან სასაცილო ბავშვი იყო. ისინი მეგობრობდნ

ენ და ბევრ რამეზე საუბრობდნენ ერთად.

„გიორგი ძალიან სასაცილო ბავშვი იყო, საოცრებებს აკეთებდა ხოლმე და ხშირად ახლაც გვახსენდება. როგორც კი გარკვეულ ასაკს მიუახლოვდა, სრულიად ბუნებრივად ჩვენს შორის ძალიან მეგობრული ურთიერთობა დამყარდა, ძალიან ვუყვარდი და მიყვარდა. დავმეგობრდით და ხშირად მსტუმრობდა, ვსაუბრობდით სპორტზე და ერთ-ერთი უნიჭიერესი თანამედროვე ფეხბურთელი გვეზრდებოდა.

მას ძალიან ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა ჰქონდა, არ იყო ბავშვური. ხშირად ვსაუბრობდით ბევრ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის პოლიტიკაზეც კი, თვითონ აპოლიტიკური იყო, მაგრამ მაინც აინტერესებდა. ხშირად მეკითხებოდა ამ ჩვენს თანამედროვე პოლიტიკურ სპექტრზე და განსაკუთრებით ხიბლავდა გამოძიების ნიუანსები. გამოძიებიდან ფაქტებს რომ ვუყვებოდი, ძალიან აინტერესებდა.

ამას წინათ ლამის მოვკვდი, დედამისთან და მამამისთან ოჯახში მივიდნენ მეგობრები და ერთ-ერთმა მეგობარმა გვაჩვენა მიწერილი შეტყობინება, სადაც გიორგი მას წერდა, რომ მირიანის იმედი მაქვსო, ღმერთმა ნუ დამაჭირვოს, მაგრამ ისეთი პროფესია აქვს, რომ ყოველთვის მისი იმედი მაქვსო.

აი ეს რომ წავიკითხე, გავნადგურდი, გუშინ ვიწექი და ვეღარც ვლაპარაკობდი, რაში გამოვადექი ბავშვს? რაში, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ვიდგე და კომენტარები ვაკეთო, როგორ მიდის მისი საქმის მასალები.

მომკლა იმან, რომ ბავშვს ეიმედები, გვერდში უდგახარ და ამ დროს ვიღაცა მხეცები სიცოცხლეს უსპობენ და შენ ამ დროს ხვდები, რომ უსუსური გამოდექი.

ბავშვს, რომელსაც შენი იმედი ჰქონდა შენამდე ვერ მოვიდა და რა იმედებიც ჰქონდა ვერ გავუმართლე, მე ამ განცდებში და უბედურებებში ვარ და ვიღაცა დგას და სისულელეებს წერს, აი ასეთი ამბებია ჩვენს თავს“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ მირიან ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დასკვნა გამოაქვეყნა.

წყარო

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close