ექსკლუზივი

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სავარაუდოდ 1,5 წელი დასჭირდება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის სირთულეებზე ისაუბრა. შესაბამისი განცხადება ამირან გამყრელიძემ „ქრონიკის ეთერში“ გააკეთა. მისი თქმით, თვითონ ვაქცინის შექმნა პრობლემა არ არის, სირთულეს მისი ტესტირებისთვის საჭირო ხანგრძლივი პერიოდი წარმოადგენს.

loading...

„სამედიცინო ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება, 21-ე საუკუნეში ვართ. რამდენიმე სახის ვაქცინა შექმნილია. ეს რთული არაა დღევანდელი ტექნოლოგიებით, როცა გენომი გაშიფრულია ვირუსის. დიდი დრო მიაქვს ამ ვაქცინის გამოცდას, რომ ის უსაფრთხო იყოს ადამიანისთვის. არის ჯერ მთელი ეტაპები ცხოველებზე გამოცდის: მცირე ცხოველებზე, მერე დიდ პრიმატებზე და შემდეგ უკვე ადამიანებზე 3 ფაზა კვლევების. მანამდე ვაქცინა მწვანე შუქს ვერ ნახავს, რომ ამ ვაქცინით მოსახლეობა აიცრას. ამიტომ, ჩვენი გათვლებით ამას, ალბათ, 1.5 წელიწადი დასჭირდება. ამ ინფექციის ვაქცინის მოლოდინი 1-2-3 თვეში ნუ გვექნება. ჩემი გადასახედიდან, ალბათ, უფრო მალე იქნება ეტიოტროპული პრეპარატები, ანუ ისეთი პრეპარატები, რომლებიც უშუალოდ ამ ვირუსზე და ამ შტამზე მოქმედებს და ამაზე უკვე ბევრს მუშაო

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close