ექსკლუზივი

ამბავი რომელმაც მთლი საქართველო გააოგნა-კაცი, რომელიც ოთხი თვის წინ დაკრძალეს, საფლავებს შორის მოხეტიალე იპოვეს

ირკვევა, რომ მამაკაცი შინიდან იანვარში გავიდა და გაუჩინარდა, ცოტა ხნის შემდეგ კი ნათესავებმა მისი ცხედარი პროზექტურაში ამოიცნეს.

loading...

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდებმა სასაფლაოზე მოხეტიალე მამაკაცი აღმოაჩინეს, რომლის ცხედარიც ოჯახის წევრებმა ოთხი თვის წინ დაკრძალეს, იუწყება გამოცემა Arab News.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ეგვიპტის სოფელ კაფრ ალ-ჰოსარში მოხდა.

ირკვევა, რომ 40 წლის მოჰამედ ელ-გამალს ფსიქიკური აშლილობა აწუხებდა და ხშირად მიდიოდა სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით. ხდებოდა ისეც, რომ მამაკაცი ერთ თვემდე დროითაც კი იკარგებოდა ხოლმე.

ბოლოს მოჰამედი შინიდან იანვარში გავიდა და გაუჩინარდა. ოჯახი უშედეგოდ ეძებდა დაკარგულს მანამ, სანამ ადგილობრივ საავადმყოფოში მომუშავე ნათესავმა მათ არ აცნობა, რომ კლინიკის პროზექტურაში უცნობი მამაკაცის ცხედარი იყო დასვენებული.

დაკრძალვა

© CC0 / PIXABAYსამედიცინო შეცდომა: გარდაცვლილი ქალი დაკრძალვის წინ გაცოცხლდა

ელ-გამალის ახლობლები მაშინვე წავიდნენ კლინიკაში. ცხედრის ნახვის შემდეგ ყველა მათგანმა დარწმუნებით განაცხადა, რომ გარდაცვლილი მამაკაცი მათი დაკარგული ნათესავი იყო. ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა მხოლოდ ელ-გამალის ერთ-ერთი და.

ამის შემდეგ ცხედარს დნმ–სინჯი აუღეს ექსპერტიზის ჩასატარებლად, მაგრამ კვლევის შედეგი ოჯახს არ მიუღია. ნათესავებმა ჩათვალეს, რომ პროზექტურაში დასვენებული მამაკაცი მოჰამედ ელ-გამალი იყო და ის 21 მარტს დაკრძალეს.

მაგრამ სულ ახლახან, გასულ უქმეებზე ახალგაზრდების ჯგუფმა დაკარგული მოჰამედი სასაფლაოზე იპოვა, სადაც ის უმისამართოდ დაეხეტებოდა საფლავებს შორის. ელ-გამალი მაშინვე პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს ოჯახისთვის გადასაცემად.

Read more: https://sputnik-georgia.com/world/20200720/249022054/oTxi-Tvis-win-damarxuli-kaci-saflavebs-Soris-moxetiale-ipoves.html

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close