ექსკლუზივი

ავტოსაგზაო შემთხვევა – ფეხბურთელი ლუკა ზარანდია თანაგუნდელთან ერთად ავარიაში მოყვა

ავტოსაგზაო შემთხვევა – ლუკა ზარანდია თანაგუნდელთან ერთად ავარიაში მოყვა

loading...

“ზულტე ვარეგემის” 24 წლის ქართველი ნახევარმცველი ლუკა ზარანდია ბელგიაში 2 აგვისტოს ღამით ავარიაში მოყვა.

ამის შესახებ გუნდის ოფიციალური გვერდი იუწყება და წერენ, რომ მანქანაში ქართველი ფეხბურთელი მექსიკელ თანაგუნდელ ომარ გოვეასთან ერთად იჯდა. სწორედ მექსიკელი მოთამაშე მართავდა საჭეს.

“ზულტე ვარეგემის” ვებგვერდის ინფორმაციით, მძღოლმა თვალი დაიზიანა, ხოლო ლუკა ზარანდია მსუბუქად დაშავდა და ახლა თავს კარგად გრძნობს.

ლუკა ზარანდია ბელგიაში მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. იგი “ზულტე ვარეგემს” ყაზახურ “ტობოლში” ჰყავდა განათხოვრებული.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close